02 მაისი 2024,   21:32
ვრცლად
თბილისის ტურისტულ მარშრუტებს კიდევ ერთი ტური "რივერ ტურიზმი" დაემატა

თბილისის ტურისტულ მარშრუტებს და სივრცეებს კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო ტური დაემატა - მთელს მსოფლიოში პოპულარული "რივერ ტურიზმი", ანუ მდინარის ტურიზმი მტკვარზე.

გამოცდილ გიდებთან ერთად, ნახევარი საათის განმავლობაში, ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს ძველი თბილისის ისტორიას, ნახოს ფრინველების პატარა ქალაქი, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა თბილისელმაც არც იცის.

ასევე, თუ გიტაცებთ ექსტრემალური შეგრძნებები, მტკვარზე რეაქტიული კატარღით დრიფტსაც მოგიწყობენ. ასე რომ თუ ადრე მტკვარზე ტივით სეირნობა შეიძლებოდა, დღეს უკვე ეს გასეირნება ბევრად მეტ შეგრძნებას დაგიტოვებთ.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები