15 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
საქართველოს ელჩის თბილისში ვითომ კონსულტაციისთვის გამოგზავნა ყოველგვარი დიპლომატიის, მეგობრობის თუ ეტიკეტის დარღვევა იყო - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც უკრაინამ ელჩი გაიწვია, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყნების მიმართ არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ, ვინც ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ელჩის თბილისში, ვითომ კონსულტაციისთვის გამოგზავნა ყოველგვარი დიპლომატიის, მეგობრობის თუ ეტიკეტის დარღვევა იყო.

"ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი - ეს იყო საქართველო. მაშინ, როდესაც პირდაპირ რუსეთის მხარის პოზიციას იჭერდნენ, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნებიდან საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, იმ ქვეყანაში დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. სამწუხაროა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ყოველგვარი დიპლომატიის, მეგობრობის თუ ეტიკეტის დარღვევა, როდესაც ჩვენი ელჩი, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში და ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას, მათ გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები