22 დეკემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება კარგია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთი ინვესტიციების განხორციელებისგან, რომელიც უკვე საერთო ინტერესებში იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან - გოცირიძე

ოპოზიცია კონკრეტულ განმარტებებს ითხოვს, რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. მათი შეფასებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებამ შესაძლოა უკვე ძველ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობა დააზიანოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება კარგია, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო ისეთი ინვესტიციების განხორციელებისას, რომელიც უკვე საერთო ინტერესებში იქნება დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან.

"სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსში, ჩინეთი დებს უამრავ სხვადასხვა შინაარსს და ეს არ არის იმის მსგავსი, რა შინაარსსაც დებს, მაგალითად აშშ. ლამის ევროკავშირის ყოველი მორე ქვეყანას აქვს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული ჩინეთთან და მათ შორის, უკრაინასაც. ამიტომ, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის კარგი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ისეთი ინვესტიციების განხორციელებისგან, რომელიც უკვე საერთო ინტერესებში იქნება ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე თანხმობა პარლამენტმა უნდა გასცეს, რაზეც ჯერ თანხმობა გაცემული არ არის და შესაბამისად ამაზე საუბარი ნაადრევია.

"სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი ნაადრევია იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს პარლამენტი და ეს არის კანონით გათვალისწინებული. ჯერჯერობით, სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ გვაქვს აშშ-სთან. ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პარლამენტს მთავრობისთვის თანხმობა არ მიუცია. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს პარლამენტის აზრი და პარლამენტის დაკვეთა უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, კარგი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, პარტნიორული დამოკიდებულება, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა ეს არის სხვა დონე და ამას სჭირდება პარლამენტთან შეთანხმება", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები