



21 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა დომინიკის რესპუბლიკაში, შტორმის შედეგად - ქვეყნის 32 პროვინციიდან 30-ში საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული.
რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა ათასობით ადამიანი აიძულა, ტერიტორია დაეტოვებინა.
ძლიერი ნალექის შედეგად, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გათიშულია ელექტროენერგია, დაზიანებულია ხიდები და გზები.