06 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
შავ ზღვაში ჩაიძირა თურქული გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა

შტორმის გამო, შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ჩაიძირა თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ("Kafkametler"), რომელზეც 12 ადამიანი იყო, - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება.

შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ზონგულდაქთან ახლოს მოხდა.

„როცა ამინდი გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის შს მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

დღის ამბები