09 ივლისი 2024,   02:32
ვრცლად
"გაერო-ს დროშის ქვეშაც კი არ შეგვიძლია ადამიანების დაცვა" - ღაზაში სააგენტოს 100-ზე მეტი თანამშრომელია მოკლული

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში, სააგენტოს 108 თანამშრომელია მოკლული, - ამის შესახებ BBC წერს.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, საომარი მოქმედებების მსხვერპლთა უმეტესობა მოკლეს ოჯახის წევრებთან, მათ შორის, შვილებთან ერთადაც კი.

"ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშის ქვეშაც კი არ შეგვიძლია ადამიანების დაცვა“, - ამბობს ლაზარინი.

დღის ამბები