09 ივლისი 2024,   01:37
ვრცლად
ამერიკისა და კანადის დამაკავშირებელ ხიდზე მანქანა აფეთქდა - დაიღუპა ორი ადამიანი

ამერიკისა და კანადის დამაკავშირებელ ხიდზე მანქანა აფეთქდა. დაიღუპა ავტომობილში მყოფი ორი პირი. მანქანა იმ დროს აფეთქდა, როდესაც შეერთებულ შტატებში შესვლას ცდილობდა.

ნიაგარას ჩანჩქერთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაიხურა 4 საერთაშორისო სასაზღვრო გადასასვლელი. აფეთქებამ სერიოზული სატრანსპორტო შეფერხება გამოიწვია მოგზაურობისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ, მადლიერების დღესასწაულის წინა დღეს.

ნიუ-იორკის გუბერნატორის განცხადებით, აფეთქება ტერორიზმს არ უკავშირდება.

დღის ამბები