ძალიან კარგი და ბუნებრივი პროცესი - ასე აფასებს გურამ მაჭარაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას. "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამ პარტიის "ლიკვიდაცია" პოლიტიკურ სცენაზე ჯანსაღი ძალებისთვის გამოათავისუფლებს ადგილს.
"მიდის პროცესი, რომელიც ამ ორგანიზაციას აუცილებლად მიიყვანს პოლიტიკურ ლიკვიდაციამდე, რაც არის ძალიან კარგი და ბუნებრივი, რადგან საქართველოში საზოგადოებას შეეძლება, რომ პოლიტიკურ ოპოზიციაში მოიყვანოს ნორმალური, ჯანსაღი ძალები," - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.