NATO-ს გამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ქვეყნის ისტორიაში ეს დრონის განადგურების პირველი შემთხვევაა. ოპერაციაში იტალიური თვითმფრინავი მონაწილეობდა.
წინასწარი მონაცემებით, აპარატი ასაფეთქებელ ნივთიერებით იყო დატვირთული. ინციდენტის გამო, ლიეტუვის რამდენიმე რაიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შეფერხდა აეროპორტების მუშაობა და დაგვიანებით შესრულდა რამდენიმე საერთაშორისო რეისი.
ამ დროისთვის უცნობია, ვის ეკუთვნოდა დრონი. დაწყებულია გამოძიება.