26 დეკემბერი 2024,   18:05
ვრცლად
50-მდე დაღუპული და 85 დაშავებული - ტანზანიაში წყალდიდობას ებრძვიან

ჩრდილოეთ ტანზანიაში, წყალდიდობის მსხვერპლის რაოდენობა 50-მდე გაიზარდა, დაშავებულია 85 ადამიანი.

გადაუღებელი წვიმები ქვეყნის დედაქალაქის ჩრდილოეთით შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დატბორილია სახლები, გზები, გადაადგილებას ვერ ახერხებენ ავტომობილები.

ტრაგედიას დუბაიში, კლიმატის კონფერენციიდან გამოეხმაურა ტანზანიის პრეზიდენტი. მისი თქმით, მთავრობა, მოსახლეობის დასახმარებლად, მაქსიმუმს აკეთებს.

 

დღის ამბები