14 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სესიის დროს ფერადი კვამლი გაუშვა და ფურცლები დაწვა

ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სესიის დროს ფერადი კვამლი გაუშვა და ფურცლები დაწვა. ოპოზიციური "დემოკრატიული პარტიის" წევრი, ფლამურ ნოკა მთავრობას ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაში სდებს ბრალს.

გასულ თვეში პროკურატურამ "დემოკრატიული პარტიის" ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სალი ბერიშას და მის სიძეს კორუფციისთვის წაუყენა ბრალი. პროკურატურა მას პრემიერობის დროს მიწის ნაკვეთის პრივატიზების პროცესში გავლენის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბერიშა ალბანეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ედი რამას მის წინააღმდეგ დევნის ორკესტრირებაში სდებს ბრალს.

აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერს პარლამენტში "დემოკრატიული პარტიის" წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ასევე გაუშვეს კვამლი და ცეცხლი წაუკიდეს ქაღალდებს.

დღის ამბები