05 ივლისი 2024,   22:28
ვრცლად
კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობის, 380 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს

გლობალური ანტინარკოტიკული ოპერაცია კოლუმბიაში - ამოღებულია რეკორდული რაოდენობის, 380 ტონაზე მეტი ნარკოტიკი - ინფორმაციას კოლუმბიის საზღვაო ძალები ავრცელებს. 45-დღიან საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობა 42-მა ქვეყანამ მიიღო.

ამოღებულ ნარკოტიკებს შორის არის 195 ტონა კოკაინი, 175 ტონა მარიხუანა და 14 ტონა ჰაშიში. ოპერაციაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგია, ესპანეთი, ინდონეზია, სენეგალი, კოლუმბია და ბრაზილია.

დღის ამბები