16 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
ამ ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ დამთავრდება თუ იარსებებს ძალა, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე - მიხეილ ყაველაშვილი ენმ-ზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ თუ იარსებებს "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ დამთავრდება.

მანამდე, "ხალხის ძალამ" განცხადება გაავრცელა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზეა საუბარი. 

"ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი ძალა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით სჭირდება გასამართლება.

ვთვლით, რომ ეს უნდა მოხდეს 2024 წლის არჩევნების შემდგომ. წერილში ძირითადად მოყვანილია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ფაქტები, გარემოებები და  როგორ მოხდა, რა ჩაიდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ". 

რადგან "ხალხის ძალს" გამოვირჩევით საზოგადოებისთვის სიმართლის თქმით, დადგა დრო, ეს ძალა გასამართლდეს. ამ ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ დამთავრდება, თუ იარსებებს ძალა, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი მიხეილ ყაველაშვილი. 

დღის ამბები