06 ივლისი 2024,   00:57
ვრცლად
აჭარაში 452 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, აჭარაში მცხოვრები 452 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს.

"თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება რომლის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები