03 ივლისი 2024,   14:24
ვრცლად
რაფაჰში მდებარე სახლზე ისრაელის თავდასხმას 14 პალესტინელი შეეწირა, მათ შორის - 2 წლის გოგონა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღამით, რაფაჰში მდებარე სახლზე ისრაელის არმიის თავდასხმას 14 პალესტინელი შეეწირა, მათ შორის - 2 წლის გოგონა. არიან დაშავებულებიც.

დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემენ, ვიდრე იქ ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორში არ შეწყდება, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს.

დღის ამბები