08 ივნისი 2024,   13:16
ვრცლად
ისტორიული გამარჯვება ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა გამარჯვებით დაასრულა

ისტორიული გამარჯვება ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა გამარჯვებით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბოსნიის ნაკრები 22-19 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა. ნიდერლანდებისა და შვედეთის ნაკრებებთან მარცხის შემდეგ, ქართველმა სპორტსმენებმა ბოსნიას დაძაბულ შეხვედრაში აჯობეს.

ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო გიორგი ცხოვრებაძე - საქართველოს ნაკრების ლიდერმა შვიდი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, ერთი მოგებით და ორი წაგებით, მესამე ადგილზე დაასრულა. პირველი და მეორე ადგილები, 6 და 4 ქულით, შვედეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებმა გაინაწილეს.

დღის ამბები