16 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
"ქვეყანაში ეკონომიკა გაორმაგებულია, თუ ამის დანახვა არ გინდა, ან ბრმა ხარ, ან უტიფარი და თაღლითი - ბექა დავითულიანი მამუკა ხაზარაძეზე

თაღლითობა და ამომრჩევლის მოტყუება - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ლელოს" ლიდერის იმ განცხადებას, სადაც ის "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, "როდის დადგება მეოთხე ძალიან კარგი წელიწადი.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე თაღლითია, რაც სასამართლომაც დაადასტურა. 

"ქვეყანაში ეკონომიკა გაორმაგებულია, თუ ამის დანახვა არ გინდა, ან ბრმა ხარ, ან უტიფარი ან თაღლითი. თაღლითი რომ არის,ეს სასამართლომაც დაადასტურა. არ იციან რა უნდათ - პოლიტიკაში მოვიდნენ იმიტომ, რომ იმ თაღლითობის საქმეზე შედეგი არ დამდგარიყო და ახლა, რაღაც ტიპის კამპანიის წარმოება უნდათ ამ წინასაარჩევნოდ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი.

დღის ამბები