29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
"ყოფილ მეუღლეს მობილური წაართვა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები საკუთარ ტელეფონში გადაიტანა და დაზარალებულის ნათესავებს გადაუგზავნა" - დაკავებულია 37 წლის კაცი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტი გახსნა და 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს Whatsapp-ის საშუალებით გადაუგზავნა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები