16 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება - ოლივერ ვარჰეი

საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

"საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე. მინისტრ ოთარ შამუგიასთან განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში ევროკავშირთან შესაბამისობის საკითხი. ეს არის მთავარი სფეროები საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება," - დაწერა ოლივერ ვარჰეიმ.

დღის ამბები