29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

დღეს კონკურსის, "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023" რიგით მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტიბორ კოზმამ.

წელს პრიზები 7 საპრიზო კატეგორიაში გაიცა:

  1. საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  2. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  4. საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  5. ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  6. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში;
  7. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

ნომინაციაში "ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში", წელს პრიზი არ გაიცა, რადგან ვერ დაკმაყოფილდა ამ კატეგორიისთვის დაწესებული კრიტერიუმები.

დღის ამბები