24 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
პოლონეთის სამუშაო მოწვევა ყველაზე იაფად

გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას? ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით პოლონეთის სამუშაო მოწვევა -სთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას და მიიღებთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე. გაიგეთ რა პროცედურების გავლაა საჭირო აღნიშნული საბუთის მისაღებად:

რას წარმოადგენს პოლონეთის სამუშაო მოწვევა?

აღნიშნული დოკუმენტი პოლონეთში მოსახვედრად ქვეყნის საზღვრის მარტივად გადაკვეთას უზრუნველყოფს.

რა უპირატესობებით გამოირჩევა პოლონეთის სამუშაო მოწვევა?

პოლონეთის სამუშაო მოწვევა ამარტივებს პოლონეთში შესვლას, რაც გამოიხატება მხოლოდ ერთი გზის ავიაბილეთის და 15 დღიანი სამოგზაურო დაზღვევის საჭიროებით. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმეტით ქვეყანაში შესვლა უფრო იაფი ჯდება, რადგან არ გჭირდებათ უკან დასაბრუნებელი გზის ავიაბილეთი, საცხოვრებლის უზრუნველყოფა და ვიზიტის პერიოდში დღეზე გათვლილი თანხა.

გაითვალისწინეთ, რომ პოლონეთის სამუშაო მოწვევა, პოლონეთის ვიზის აპლიკაციის შესავსებად, აუცილებელ საბუთს წარმოადგენს.

ვის შეუძლია მიიღოს პოლონეთის სამუშაო მოწვევა ?

პოლონეთის სამუშაო მოწვევის მისაღებად სავალდებულოა პიროვნება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც აღემატება 18 წელს.

რა ვადით შეიძლება მიიღოთ პოლონეთის სამუშაო მოწვევები?

პოლონეთის სამუშაო მოწვევა გაიცემა როგორც 3 თვის, ისე 1 წლის ვადით. გასათვალისწინებელია, რომ სამ თვიანი საბუთი გამოიყენება მხოლოდ საზღვრის კვეთისთვის. ხოლო ვიზის მისაღებად, საჭიროა ერთ წლიანი პოლონეთის სამუშაო მოწვევა, რომელიც აუცლებლი საბუთია პოლონეთის სავიზო აპლიკაციის შესავსებად.

როგორ მზადდება პოლონეთის სამუშაო მოწვევა?

პირველ რიგში საჭიროა დაუკავშირდეთ მომწოდებელ კომპანიას, რომლის მაგალითსაც Avia.ge წარმოადგენს. მათ აწვდით პასპორტის მონაცემებს და თანხმდებით გახსნის თარიღზე. ამის შემდეგ კი საჭიროა აღნიშნული თარიღის მიხედვით შეიძინოთ ცალმხრივი ავიაბილეთი და 15 დღეზე გათვლილი სამოგზაურო დაზღვევა.

თუ გსურთ პოლონეთის ვიზის მიღება, მაშინ საჭიროა აიღოთ 1 წლიანი სამუშაო მოწვევა. თუმცა, გასათვალისწონებელია ის ფაქტი, რომ მხოლოდ 1 წლიანი სამუშაო მოწვევით ავტომატურად არ გენიჭებათ პოლონეთში სრულად მთელი წლით ყოფნის უფლება. ეს საბუთი საჭიროა საელჩოში წარსადგენად, რათა გაგიადვილდეთ ვიზის მიღება. სამუშაო ვიზა ქვეყანაში 3 ან 6 თვით დარჩენის უფლებას გაძლევთ. 

როგორ ხდება პოლონეთის სამუშაო მოწვევის მიღება და რა საბუთებია საჭირო მის დასამზადებლად?

სამუშაო მოწვევის მისაღებად საჭირო პროცედურების დასაწყებად, პირველ რიგში, უკავშირდებით კომპანიას, რომელთან პირველადი კომუნიკაციის შემდეგ, ადგენთ თუ რა ტიპის და ვადის მქონე მოწვევა გჭირდებათ, შემდეგ კი უზიარებთ თქვენი პასპორტის მონაცემებს და სულ ეს არის.

რა დრო სჭირდება პოლონეთის სამუშაო მოწვევის დამზადებას?

პოლონეთის სამუშაო მოწვევა მზადდება 5-7 სამუშაო დღეში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთში რაიმე დღესასწაული აღინიშნება, მასთან დაკავშირებულმა უქმე დღეებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საბუთის დამზადების ვადებზე.

რატომ უნდა გამოიყენოთ Avia.ge პოლონეთის სამუშაო მომწვევის მისაღებად?

პოლონეთის სამუშაო მოწვევა მნიშვნელოვან საბუთს წარმოადგენს და აუცილებელია რომ მისი დამზადება პროფესიონალ და დროში გამოცდილ გუნდს მიანდოთ. ასეთ სანდო და გარანტირებულ ხარისხს Avia.ge და მისი თანამშრომლების მრავალწლიანი პრაქტიკა უზრუნველყოფს. 

კომპანია, მოწვევის დამზადებასთან ერთად, ასევე გთავაზობთ ავიაბილეთების შეძენასაც, და რაც მთავარია, საუკეთესო ფასად. გამოიყენეთ Avia.ge-ს სრული სერვისი და ერთ სივრცეში მიიღეთ ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც საზღვრის გადაკვეთისათვის არის საჭირო.

რატომ  უნდა მიმართოთ Avia.ge -ს პოლონეთის სამუშაო მოწვევის დასამზადებლად ?

•გამოცდილი და სანდო კომპანია

•საუკეთესო და დაბალი ფასი

•სწრაფი და მარტივი მომსახურება

გაითვალისწინეთ, რომ Avia.ge-ის სერვისი არ ითვალისწინებს პოლონეთში დასაქმებას. სამუშაო მოწვევა პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის მარტივად გადაკვეთისათვის გამოგადგებათ.

პოლონეთის სამუშაო მოწვევის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 551 907 907 და მიიღეთ ეფექტური და ხელმისაწვდომი სერვისი.

 

 

 

(R)

დღის ამბები