29 სექტემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უპრეცედენტო დონაცია განათლებაში, ერთი მილიარდი ევროს მოცულობით, გეგმაზომიერად ხორციელდება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში ყველაზე დიდი საქველმოქმედო პროექტია - ნიკოლოზ ჩხეტიანი

დღეს შეიძლება, ვთქვათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი საქველმოქმედო პროექტი საქართველოში, - ამის შესახებ ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"2018 წელს ამ ადგილზე, სადაც ადრე გაუვალი ჭაობი იყო, დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 2020 წელს უკვე ჩვენ მივიღეთ პირველი სტუდენტები. დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ გადავცემთ დიპლომებს ჩვენს პირველ კურსდამთავრებულებს.

ფონდი "ქართუ" ასრულებს თავის დანაპირებს. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უპრეცედენტო ისტორიული დონაცია განათლებაში, როგორც ამის შესახებ გაცხადდა რამდენიმე წლის წინ, ერთი მილიარდი ევროს მოცულობით, გეგმაზომიერად და ეტაპობრივად ხორციელდება. დღეს შეიძლება, ვთქვათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი საქველმოქმედო პროექტი საქართველოში.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც დაფუძნდა ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი," - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

დღის ამბები