12 აგვისტო 2026,   00:17
ვრცლად
სირიის სასამართლომ, ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

სირიის სასამართლომ, სირიის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის. ეს მოხდა სირიაში 14-წლიანი კონფლიქტის დროს, რომელმაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, იმავე საქმეზე, ასადის ბიძაშვილს დედის მხრიდან, ატეფ ნაჯიბს, ასევე მიესაჯა სიკვდილით დასჯა სამხრეთ პროვინცია დარააში საპროტესტო აქციების ჩახშობის ხელმძღვანელობისთვის, რამაც აჯანყება და შემდეგ სამოქალაქო ომი გამოიწვია.

განაჩენის გამოცხადების დროს, სასამართლოს ატეფ ნაჯიბი ესწრებოდა.

ცნობისთვის, ასადი და მისი ძმა მაჰერი რუსეთში გაიქცნენ მას შემდეგ, რაც ამბოხებულები დამასკოში 2014 წლის დეკემბერში შევიდნენ. შემდგომში, ნაჯიბი დააკავეს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირი გახდა, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ნაჯიბი სირიის არმიის ყოფილი ბრიგადის გენერალია, რომელიც 2011 წელს, ასადის მმართველობის დროს, სამხრეთ სირიაში, დარაას პროვინციაში, პოლიტიკური უსაფრთხოების დირექტორატს ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები