ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. თვითმხილველების თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირება მსუბუქი ავტომობილის პარკირების საკითხს მოჰყვა, რის გამოც შუახნის კაცი დაჭრეს. დაშავებულს, კიდური მსუბუქად აქვს დაზიანებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.