17 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. თარგამაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და მსჯავრდებულის ჩვენებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

"თავიდანვე, როცა ჩავარდა ხეჩუაშვილი, მაშინვე ფეისბუქზე დავწერე, რომ გასაგებია, შეჰპირდნენ მალე გათავისუფლებას, ფულს და იტყვის, რომ ან მიშამ დაავალა ან რაღაც ეგეთს და ასეც მოხდა. უკრაინაში არა თუ არ ცხოვრობდა მან თქვა, რომ საერთოდ ნამყოფი არ არის იქ. ამის გამოყენება მათთვის არის მხოლოდ წინასაარჩევნოდ. ღირებული იყო ეს განცხადება იმ თვალსაზრისით, რომ რასაც ჩემი პირადი გამოძიებით მივაღწიე, პრაქტიკულად დამიდასტურეს. ახლა თვითონვე თქვეს, რომ ყველა ეს ადამიანი იყო ფიგურანტი ამ საქმის. იგივე აბრამიშვილი, ჭიჭიაშვილი და ა.შ." - აცხადებს გივი თარგამაძე.

ცნობისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ჩვენების მიხედვით, დარჩო ხეჩუაშვილი პროკურატურას უყვება რომ მასთან კონტაქტზე გავიდა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი, რომელმაც განუცხადა რომ შეხვდა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გია ლორთქიფანიძეს და მიხეილ სააკაშვილს- ყოფილი პრეზიდენტისგან კი მან გივი თარგამაძის თვალთვალის დავალება მიიღო. დარჩო ხეჩუაშვილი აცხადებს რომ ის გარკვეული პერიოდი უთვალთვალებდა პოლიტიკოსს.

დღის ამბები