25 დეკემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"თუ მარნეულიდან გავრცელებული კადრები ნამდვილია, ჩვენი წარმომადგენელი იქნება ეს თუ სხვისი, არ აქვს მნიშვნელობა, უმკაცრესად დაისჯება" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მარნეულის საარჩევნო უბნიდან გავრცელებული კადრები თუ სიმართლეს შეესაბამება, ვინც არ უნდა იყოს კანონდარღვევაში მონაწილე, ყველა უმკაცრესად დაისჯება.

მისი განმარტებით, ასეთი პროვოკაციების მოლოდინთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და აღნიშნული შემთხვევა, ერთი ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის სცენარს.

მისი განმარტებით, ეს კეთდება სპეციალურად, რათა შემდეგ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.

"ნაცმოძრაობა" აპირებდა ადამიანების მოსყიდვას საიმისოდ, რომ შემდეგ მომხდარიყო ვიდეოკადრების გავრცელება. სქემა იყო ასეთი, რომ "ქართული ოცნების" რიგებში ვისაც უნდა მოეძებნათ, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, რომელიც შემდეგ სხვა დაარწმუნებდა, ან თვითონ გააკეთებდა ამას. ჩაყრიდა ან ჩააცურებდა ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში ან ელექტრონულ აპარატში და ამას შემდეგ გადაიღებდა "ნაცმოძრაობიდან" ვინმე, რათა ვიდეოკადრები გავრცელებულიყო. როგორც იმ დღეს ვილაპარაკე, ერთი ერთში დადასტურდა.

თუ ის კადრები ნამდვილია, რაც მარნეულიდან ვრცელდება, დავასწრებთ მოვლენებს და პირობას ვაძლევთ, რომ რომელი პარტიის ან ენჯეო სექტორის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ჩვენი იქნება ეს თუ სხვისი არ აქვს მნიშვნელობა, დაისჯება უმკაცრესად.

წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს ბიულეტენებს ურნაში. ეს არის სპეციალურად გაკეთებული და თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, იქ საარჩევნო უბანზე ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებს "ქართული ოცნების" დეპუტატი და ჩვენი ღრმა რწმენით, ის მონაწილეობას იღებს ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები