26 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
“საარჩევნო პროცესი შესანიშნავად, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს“ - პატრიკ იგნაცაკი

საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში 76 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უბანზე იმყოფებიან და საარჩევნო პროცესს მონიტორინგს უწევენ.

საერთაშორისო დამკვირვებელი, პატრიკ იგნაცაკი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

“საარჩევნო პროცესი შესანიშნავად, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ჩვენ შევნიშნეთ ისეთი უმნიშვნელო პრობლემა, როგორიცაა ხმის მიცემის აპარატის ცოტა ხნით გაჩერება. კომისიის წევრები ამომრჩევლებს ეხმარებიან ხმის მიცემის პროცედურაში, რომელიც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პროცედურა მოწესრიგებულია,“ - აცხადებს პატრიკ იგნაცაკი.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები