31 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
ხარკოვში რუსეთმა მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბა - ადგილზე სამძებრო - სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს

ხარკოვში რუსეთმა მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბა. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა 34 პირი. ადგილზე სამძებრო - სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ოდესას ოლქზეც - ნასროლი იყო, დაახლოებით, 10 რაკეტა. დაიბომბა დნიპროპეტროვსკის ოლქიც - დაშავდა ერთი მოზარდი.

სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები იტყობინებიან ფრონტზე რუსების დაწინაურების შესახებ. ბოლო ცნობებით, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სელიდოვო დაიპყრეს. დაკავებულია ვიშნევე და ზორიანოე; რუსული ჯარი დაწინაურდა ნოვო -კრაინკას, ნოვო -დმიტროვკასა და კურახოვკას მიმართულებითაც.

დღის ამბები