24 დეკემბერი 2024,   22:33
ვრცლად
საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს - დანილო დელა ვალე

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. 

"საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას.

"ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში. ამ ანგარიშში არ დადასტურებულა ბრალდებები მასშტაბურ თაღლითობასთან დაკავშირებით, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. თუმცა, ახლა საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს. ამავე დროს, მოლდოვაში არჩევნები ჩატარდა, ორივე მხარე ერთმანეთს თაღლითობაში ადანაშაულებს, თუმცა ეს არჩევნები გამოცხადდა დემოკრატიის უდიდეს გამარჯვებად. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა ევროკავშირის სანდოობას ძირს უთხრის", - განაცხადა დანილო დელა ვალემ.

საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.

დღის ამბები