24 დეკემბერი 2024,   07:42
ვრცლად
სტუდენტები, რომლებიც გვიან ღამით თსუ-ს 1 კორპუსში შევიდნენ, ამ დრომდე იქ რჩებიან და რექტორის გადადგომას ითხოვენ

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც გვიან ღამით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ, ამ დრომდე ერთ-ერთ აუდიტორიაში რჩებიან.

ახალგაზრდების ჯგუფი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს, მანამდე კი შენობის დატოვებაზე უარს აცხადებს.

უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები შენობაში საკეტის დაზიანების შემდეგ მოხვდნენ. მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა.

დღის ამბები