საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენილია მაკა ბოჭორიშვილი.
იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილია ანრი ოხანაშვილია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად - დავით სონღულაშვილი.
აღნიშნული სამთავრობო ცვლილებები პარლამენტს დღეს წარედგინება.