პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც მეოთხე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი, თამთა ჩიტიშვილი დაშავდა.
მას დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული. როგორც თავად თამთა ჩიტიშვილი ამბობს, მას შეიძლება ნაკერის დადება დასჭირდეს რადგან ჭრილობა ღრმაა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ახლა ვარ უკეთ. ვყლაპე გაზი, მანამდე კი დამიზიანდა ფეხი, არ ვიცი ზუსტად რა იყო, უბრალოდ მომხვდა ფეხში და ჩავიკეცე. შესაძლოა ერთი ნაკერი დამჭირდეს, ჭრილობა საკმაოდ ღრმა არის", - განაცხადა თამთა ჩიტიშვილმა.