ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის ნახევარკილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები და საფეხმავლო ბილიკები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დაათვალიერა.