03 დეკემბერი 2024,   00:34
ვრცლად
არჩევნების შედეგების კიდევ ერთი აღიარება, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, ჩაერთოს და დაეხმაროს საქართველოს ყველა საკითხის გადაჭრაში

თბილისმა, ეუთო/ოდირისგან, დღეს, ახალი გზავნილი მიიღო. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ახალი მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეუთო/ოდირის ეს პოზიცია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სადამკვირვებლო მისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა.

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნამდე, საქართველოში გამოგზავნილ წერილში, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი, საარჩევნო პროცესში არსებულ პოზიტიურ ფაქტორებსა და რეკომენდაციებზე საუბრობს.

ოპოზიციის ნაწილისთვის ეუთო/ოდირის დასკვნა არაფერს ნიშნავს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ინტერესის სფერო ეუთო/ოდირის დასკვნა მას შემდეგ აღარ არის, რაც ორგანიზაციამ საარჩევნო პროცესს დადებითი შეფასება მისცა. "ქართული ოცნება" ოპონენტებს ახსენებს, რომ ყველა საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშე, სწორედ ამ მისიის დასკვნებს ეყრდნობა.

ვიდრე სადამკვირვებლო მისია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სარედაქციო წერილიც. "ევრონიუსზე" გამოქვეყნებულ ვრცელ მოსაზრებაში პია კაუმა წერს, რომ მზად არის საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს. ამ განცხადებამდე არჩევნების მეორე დღეს გამართულ ბრიფინგზე, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა თქვა, რომ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესს ეუთო/ოდირის 500-ზე მეტი თანამშრომელი აკვირდებოდა.

დღის ამბები