უკრაინაში ომი გრძელდება. ფრონტის ხაზზე 192 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რთული ვითარებაა პოკროვსკში და კურახოვეში, - ამ საბრძოლო მიმართულებებზე ოკუპანტმა 88 თავდასხმა განახორციელა.
რივნეს და ტირნოპოლის ოლქში რუსეთის ძალებმა, საბრძოლო დრონების გამოყენებით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანეს. ქალაქებსა და დასახლებებს ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვთ.