12 აგვისტო 2026,   14:14
ვრცლად
"ხალხის ძალის" ლიდერები სამეგრელოს შემდეგ კახეთში იმყოფებიან

პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" ლიდერები სამეგრელოს შემდეგ კახეთში იმყოფებიან. საკრებულოებში მათი ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრა თელავში გაიმართა, სადაც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ.

პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილობრივი ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და პრობლემებზე მიიღეს ინფორმაცია. მათ შორის, ყურადღება გაამახვილეს თელავში 12 ივლისს მომხდარი სტიქიის შემდეგ ქალაქის რეაბილიტაციაზე.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პარტიის სამოქმედო და სამომავლო გეგმებზე.

დღის ამბები