05 დეკემბერი 2024,   03:11
ვრცლად
სამართალდამცველებმა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ოფისში 5 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ოფისში 5 ადამიანი დააკავეს. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა მიმდინარეობს. 

პოლიციელებმა ოფისიდან სხვადასხვა ინვენტარი გაიტანეს, მათ შორის, ის აღჭურვილობა, რასაც დემონსტრანტები საპროტესტო აქციებზე იყენებდნენ. ბროსეს 6 ნომერთან იმყოფებიან კოალიციის ლიდერებიც,  მათ შორის, თინა ბოკუჩავა, ლევან სანიკეძე და ლევან ბეჟაშვილი.

 

 

დღის ამბები