„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბოლო პერიოდში რადიკალების მხრიდან სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებას, მათ შორის, რელიგიასა და ეკლესიაზე ღია თავდასხმას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ეკლესიასთან ბრძოლას რა შედეგი მოჰყვება საზოგადოებაში, ძალიან კარგად იციან რადიკალებმა და ზუსტად იმ ინსტრუქციას მიყვებიან, სადაც პოლარიზაცია ისე უნდა გაღვივდეს, რომ სამოქალაქო, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
„არ გიფიქრიათ, 200 დოლარი რატომ გადაიხადეს და გამოიწერეს ქრისტეს გამოსახულებიანი სასახლე, როცა თბილისში უბრალოს, მარტივად, 200 ლარად იყიდდნენ?!
იმიტომ, რომ ქართულ სასახლეებზე მაცხოვარი არ არის გამოსახული.
რომც ენახათ გამოსახულებიანი, ვერ გაამართლებდნენ საქციელს.
შესაბამისად, თავიდანვე გათვლილი იყო პროვოკაცია და პასუხიც თავიდანვე ჰქონდათ - ჩინურია, საიდანღაც გამოწერილი და მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებსო!
დღეს მამა შალვას მიუვარდნენ ეკლესიაში და განსხვავებული აზრის გამო ათასი სიბინძურე უწოდეს. რატომ მოიქცნენ ასე, ნუთუ არ იცოდნენ, რომ ხალხი აღშფოთდებოდა?
იმიტომ, რომ ასე იყო გათვლილი და გაწერილი!
ახლა აქტივისტები ნაცტელევიზიებში სხედან და გაიძახიან - ეკლესიები უნდა დავხუროთო.
რატომ, არ იციან ხალხის რეაქცია როგორი იქნება?!
ძალიან კარგად იციან და ზუსტად იმ ინსტრუქციას მიყვებიან, სადაც პოლარიზაცია ისე უნდა გაღვივდეს, რომ სამოქალაქო, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს!
ეგ არის თავიცა და ბოლოც!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.