დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში, საშობაო ბაზრობაზე ატრაქციონის 55 მერიანი კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის გამოც 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
City Star Flyer-ის ატრაქციონის ჩამონგრევის შედეგად, 13 პირი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ისინი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.
ვესტ მიდლენდის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები 55 და 21 წლის მამაკაცები არიან. ისინი შემთხვევის ადგილზე აიყვანეს, მათ მართლმსაჯულების აღსრულებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლა ედებათ ბრალად.
მეხანძრე-მაშველებმა დაადასტურეს, რომ ატრაქციონის კონსტრუქცია მუშაობის პროცესში ჩამოინგრა.