ისრაელ–ჰამასის მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია – ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მედიაციის 90% დასრულებულია, თუმცა რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გადაჭრას საჭიროებს – ამის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულმა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა. შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე 20 პალესტინელი პატიმრის გაცვლას, თითოეულ გათავისუფლებულ ქალ ჯარისკაცში. პატიმრების ვინაობა ჯერ არ შეთანხმებულა, მაგრამ ცნობილია,რომ ისინი იმ 400 პატიმრისგან შეირჩევიან, რომლებიც ისრაელში 25 წელზე მეტი ვადით იხდიან სასჯელს.
ასევე, რამდენიმე კილომეტრის სიგანის ბუფერული ზონის შექმნას ისრაელის საზღვრის სიგრძეზე ღაზასთან. მისივე თქმით, ისრაელი ამ ტერიტორიაზე სამხედრო ძალის განთავსების უფლებასაც შეინარჩუნებს.
მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე, რომელიც 14 თვიან ომს დაასრულებს, ღაზას ზედამხედველობას გაუწევს ანკლავის ტექნოკრატების კომიტეტი, რომლებსაც არ ექნებათ წარსულში პოლიტიკური კავშირები, მაგრამ ექნებათ ყველა პალესტინური ფრაქციის მხარდაჭერა.
პარალელურად, ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას კამალ ადვანის საავადმყოფოს ინტენსიური დაბომბვის შესახებ. ეს საავადმყოფო ერთ-ერთია იმ სამ მოქმედ საავადმყოფოებს შორის ღაზის ჩრდილოეთში, რომელზეც ისრაელის მხრიდან იერიშები ხორციელდება, თუმცა სამედიცინო დაწესებულება მაინც ფუნქციონირებს.
საომარი მოქმედებების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იზრდება ღაზაში. ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათში 32 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ინფრასტრუქტურა.