08 იანვარი 2025,   01:01
ვრცლად
"ქართული საზოგადოების სახლით, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს" - თამაზ დათუნაშვილი პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადებაზე

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", თამაზ დათუნაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ვიზიტის გადადებას ეხმაურება. პია კაუმა 8 იანვარს საქართველოში აღარ ჩამოვა.

თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია პია კაუმას მადლობელია, რადგან მან ის პოლიტიკური ვითარება გაითვალისწინა, რომელიც საქართველოშია შექმნილი.

"ქართული საზოგადოების სახლით, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელმაც გაითვალისწინა მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ქვეყანაშია და ამ კრიზისის მიზეზი, შესაბამისად მოიქცა და გადადო ეს ვიზიტი. აგრეთვე, მადლობა მინდა გავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მყისიერად და ოპერატიულად დააფიქსირეს თავისი მოსაზრება ყველგან, ყველა ფორმით და, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა მათ შორის ჩვენი, ქართული პოლიტიკური სპექტრის თხოვნა, ღია წერილი, რომლითაც ჩვენ ავუხსენით ვითარება ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვეთ, რომ თავი შეიკავოს ამ მომენტში ამ ქვეყანაში ჩამოსვლაზე და ეს ასახულია მის ტვიტში", - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

პია კაუმას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიტიკური დისკუსია და მოწოდებები. ოპოზიციურმა პარტიებმა წერილით მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

 

 

დღის ამბები