კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია "ქართული ოცნების" ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის შექმნისთან დაკავშირებით. ოპოზიციური სპექტრის განცხადებით, დღევანდელი მთავრობა არის არალეგიტიმური, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი მათი ინიციატივაც არალეგიტიმურია.
შეგახსენებთ კომისიის შექმნის მიზანია, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება.
"ღიმილის მომგვრელია ის, რომ მე-13 წელს, "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" პორტირებული პირები საუბრობენ "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულების გამოძიებაზე, როდესაც მათ გაასწრეს კიდეც დანაშაულებში "ნაციონალურ მოძრაობას", საკუთარ ქვეყანას და ხალხს უღალატეს. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ის საუბრობს, რომ აგვისტოს ომს გამოიძიებს, რაც კიდევ ერთხელ იმის მტკიცებაა, რომ საქართველოს ბრალეულობაა ომში და არა ოკუპანტი რუსეთის, ჩემთვის კიდევ ერთხელ ეს ცხადია, რომ რუსული საქმეა და სხვა არაფერი", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.