14 თებერვალი 2025,   06:37
ვრცლად
"თორმეტი თვე" - ძველი სლოვენიური ზღაპრის ინსცენირების ნახვას, მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრში შეძლებს

ამბავი ობოლ გოგონაზე, რომლის ცხოვრებას დედინაცვლის გადაწყვეტილება სრულიად შეცვლის. სუსხიან ზამთარში განვლილი გერის გზა რთული, თუმცა თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. "თორმეტი თვე" - ძველი სლოვენიური ზღაპრის ინსცენირების ნახვას მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრში შეძლებს.

ორმოქმედებიან დადგმის სახელიც სიმბოლურია - 12 თვე ადამიანებს და მათთვის დამახასიათებელ დადებით თუ უარყოფით თვისებებზე მოგვითხრობს. სპექტაკლის მთავარი მიზანი კი მაყურებლისთვის იმის შეხსენებაა, რომ სიკეთე ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს.

სპექტაკლში გამოცდილ არტისტებთან ერთად, პატარა მსახიობებსაც მრავლად ვხვდებით. თუმცა, მარჯანიშვილის დიდი სცენის დაკავება და საპასუხისმგებლო როლის შესრულება მათთვის რთული არ აღმოჩნდა.

სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება, რწმენა, სიყვარული - სპექტაკლი ძირითადად პატარა მაყურებელზეა გათვლილი. დადგმაში ორიგინალური ვერსიის შინაარსი შენარჩუნებულია, თუმცა პიესაში თეატრის შემოქმედებითი გუნდმა მცირე შესწორებები შეიტანა.

საახალწლო დეკორაციებით გაჯერებულ სპექტაკლს, მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრში დღეიდან ნახავს.

დღის ამბები