This is a modal window.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს. მმართველი გუნდის განმარტებით, კოჰაბიტაცია დასრულებულია და ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას.
დროებითი საგამოძებო კომისია პარლამენტში თებერვლის პირველ რიცხვებში შეიქმნება. რეგლამენტის მიხედვით, კომისიაში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა მხოლოდ ნახევარი შეიძლება იყოს, ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენლობა.
"კოჰაბიტაცია არის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებული და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ იმ დაპირებას, რომელიც საზოგადოების წინაშე წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში, მიღებული დასკვნების საფუძველზე პარლამენტი მიიღებს დადგენილებას და შესაბამისად, პროცესი იქნება საპარლამენტო პოლიტიკურ დონეზე დასრულებული, თუმცა არის ვარაუდი იმისა, რომ მიღებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეიძლება პროცესებმა გადაინაცვლოს სამართალდამცავ უწყებებში", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.