04 თებერვალი 2025,   07:37
ვრცლად
"გლობალური ინვესტორების შემოსვლას ქვეყანაში გადამდები ეფექტი აქვს - სხვა მოთამაშეები ახალი პერსპექტივით დაინახავენ საქართველოს" - ირაკლი ნადარეიშვილი $6-მილიარდიან ინვესტიციაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "გლობალური ინვესტორების შემოსვლას ქვეყანაში აქვს გადამდები ეფექტი, როდესაც სხვა მოთამაშეები ახალი პერსპექტივით დაინახავენ საქართველოს", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ექვსი მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდება.

      ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, გლობალური მოთამაშეები ახალი პერსპექტივით დაინახავენ საქართველოს.

      "ამ ეტაპისთვის, განსაზღვრულია ორი კონკრეტული პროექტის ლოკაციის კონცეპტუალური ხედვა და სხვა დეტალები. გუშინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მომავალი ერთი წლის განმავლობაში მოხდება, ორივე მიმართულებით, გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და დამტკიცება. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება გაწეული არქიტექტურული კონცეფციისა და პროექტის მომზადების თვალსაზრისით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მხარეთა შორის შეთანხმდება თანამშრომლობის ჩარჩო - ინვესტორსა და მთავრობას შორის.

      გლობალური ინვესტორების შემოსვლას ქვეყანაში აქვს გადამდები ეფექტი, როდესაც სხვა მოთამაშეები ახალი პერსპექტივით დაინახავენ საქართველოს", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

      დღის ამბები