13 თებერვალი 2025,   04:20
ვრცლად
"კიდევ ერთხელ გავაცნობ ჩემს ქვეყანას მთელ მსოფლიოს - ვამაყობ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში, შევძელი, პატარა, პატარა მარცვალი გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის" - ნინო სალუქვაძე ორგზის რეკორდსმენობაზე

ოლიმპიურ მუზეუმში ნინო სალუქვაძე დააჯილდოვეს – ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ერთდროულად ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.

გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა.

"ამით კიდევ ერთხელ გავაცნობ ჩემს ქვეყანას მთელ მსოფლიოს. სიმართლე გითხრათ, ამით ვამაყობ - ჩემი ცხოვრების განმავლობაში, შევძელი, პატარა, პატარა მარცვალი გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის", - აცხადებს ნინო სალუქვაძე. 

დღის ამბები