
ახლო აღმოსავლეთში ვითარება სტაბილურდება. ისრაელის ძალები ნეტზარიმის დერეფანს ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ეს მილიტარიზებული ზონა ღაზის სექტორს ორ ნაწილად ყოფს. გავრცელებული ცნობით, ცახალი ტერიტორიიდან სამხედროებს დღეს სრულად გაიყვანს.
ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, გუშინ მხარეებმა რიგით მეხუთე გაცვლა განახორციელეს, გათავისუფლებულია სამი ისრაელელი მძევალი, ისრაელის ციხე კი 183-მა პალესტინელმა პატიმარმა დატოვა.