30 აპრილი 2025,   11:26
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ღაზის შეძენას აპირებს, ასევე, განიხილავს შესაძლებლობას ქვეყნებს საშუალება მისცეს ღაზას ტერიტორიაზე დასახლებები ამერიკის ზედამხედველობით ააშენონ

ისრაელის ძალებმა ნეტზარიმის დერეფანი დატოვეს - ინფორმაცია "ესოშიეითდ პრესმა" გაავრცელა. ომის განმავლობაში "ცახალი" ამ მილიტარიზებული ზონით ღაზის სექტორს ორ ნაწილად ყოფდა.

ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" და ისრაელს შორის ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესაბამისად, ახლა პალესტინელებს საშუალება აქვთ საკუთარ განადგურებულ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდნენ.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ტრამპი გამოეხმაურა. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღაზის შეძენას აპირებს. დონალდ ტრამპი ასევე ამბობს, რომ ამერიკა განიხილავს შესაძლებლობას ქვეყნებს საშუალება მისცეს ღაზას ტერიტორიაზე დასახლებები ამერიკის ზედამხედველობით ააშენონ.

დღის ამბები