ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მომღერალ ნინო ქათამაძის, მასწავლებელ ლადო აფხაზავას, ასევე ჟურნალისტების, საერთო ჯამში, 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მათ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციით მოსამართლის სახლთან შეკრების გამო ედავებიან. 9-ვე პირის მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით არის აღძრული.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს.