
ვინ ეჯიბრება ყოფილ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას პოლიტიკური განცხადებები ისევ გააკეთა და მიმართა მათ, ვინც მისივე სიტყვებით, მასთან შეჯიბრს გაააგრძელებს.
"მე მინდა ასევე ვუთხრა ყველას, ვინც მე მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, რომ ამ გაუბედურებულ პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიო ისტორიაში", - ამბობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.